ბიძინა ივანიშვილის ხეები

მაგნოლიას ხე უკვე შავ ზღვაშია და შეკვეთილისკენ მიცურავს

0 კომენტარი
მაგნოლიას გადატანა ფოტო: აჭარის ტელევიზია

რამდენიმედღიანი მოსამზადებელი სამუშაოების შემდეგ, მაგნოლიის ხე უკვე შავ ზღვაშია და შეკვეთილის სანაპიროსკენ მიცურავს. აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით, რამდენიმე საათში ხეს ყოფილი პრემიერმინისტრის, ბიძინა ივანიშვილის რეზიდენციის მიმდებარე ტერიტორიაზე მიიტანენ.

აჭარის ტელევიზიის ცნობითვე, მოსამზადებელი სამუშაოების დროს, კომპანია ზიმომ ელექტროსადენები ჩახსნა, ასევე, დაზიანდა წყლის მილი. ამის გამო, ადგილობრივებს დენი და წყალი რამდენიმე საათის განმავლობაში არ ჰქონდათ.

ხის ტრანსპორტირება 12 იანვარს დაიწყეს.

შეგახსენებთ, რომ ბიძინა ივანიშვილმა ტიტის ხე თავისი დენდროლოგიური პარკისთვის, რომელსაც შეკვეთილში აშენებს, ზღვით გასულ წელს გადაიტანა, რაც საერთაშორისო მედიაშიც ფართოდ გაშუქდა.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ვანო მერაბიშვილმა საპატიმრო დატოვა (LIVE)

კომენტარები