თბილისის მეტროპოლიტენი

თბილისის მეტროში მოძრაობა შეზღუდულია

რუსთავი 2

თბილისის მეტროპოლიტენში მოძრაობა შეზღუდულია. შეზღუდვა შეეხება მეტროსადგურ დიდუბიდან - ახმეტელის მიმართულებით მოძრავ მატარებლებს. 

როგორც ტაბულას თბილისის სატრანპორტო კომპანიაში განუცხადეს, მოძრაობის შეფერხება ტექნიკური ხარვეზების გამო მოხდა.

სატრანსპორტო კომპანიის ცნობით, შესაბამისი სამსახურები პრობლემის დროულად მოსაგვარებლად მუშაობენ.

ამ დროისთვის მატარებლები თავისუფლად გადაადგილდებიან მეტროსადგურ დიდუბიდან - ვარკეთილის მიმართულებით, გამართულად მუშაობს საბურთალოს ხაზიც.

კომენტარები