მიწისძვრა იტალიაში

ცენტრალურ იტალიაში 5.3 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა, ბიძგები იგრძნობოდა რომშიც

Son of Groucho/Flickr/CC BY 2.0

იტალიაში 5.3 მაგნიტუდის მიწისძვრა დაფიქსირდა.

მიწისძვრა ადგილობრივი დროით 10:27 საათზე მოხდა.

მიწისძვრის ეპიცენტრი ცენტრალურ იტალიაში, მალტინიანოს მუნიპილიტეტიდან 10 მილის დაშორებით იყო. ბიძგები იგრძნობოდა რომშიც.

დაშავებულთა შესახებ ცნობები ჯერჯერობით არ ვრცელდება.

შეგახსენებთ, რომ 2016 წლის აგვისტოში ცენტრალურ იტალიაში 6.2 მაგნიტუდის მიწისძვრას 299 ადამიანი ემსხვერპლა.

კომენტარები