გაზპრომთან მოლაპარაკებები

კანცელარიასთან გაზპრომთან მთავრობის მოლაპარაკებები გააპროტესტეს

მთავრობის კანცელარიასთან მოქალაქეებმა გაზპრომთან მიღწეული შეთანხმება გააპროტესტეს, რომლის თანახმადაც საქართველო 2018 წლიდან მაგისტრალური გაზსადენით გატარებული ბუნებრივი აირის ტრანზიტის საფასურს, გატარებული ბუნებრივი აირის 10%-ის ნაცვლად, ფულადი სახით მიიღებს.

აქციის მონაწილეები მიიჩნევენ, რომ ხელშეკრულების ახალი პირობა ქვეყნისთვის წამგებიანია და ენერგოდამოუკიდებლობას უქმნის საფრთხეს. ისინი შეთანხმების დეტალების გასაჯაროებას მოითხოვენ.

აქცია პლატფორმა "დაიცავი თავისუფლების" ორგანიზებით გაიმართა.

კომენტარები