სავაჭრო ცენტრის ჩამონგრევა თეირაინში

თეირანში 17-სართულიანი სავაჭრო ცენტრის ჩამონგრევას, სულ მცირე, 30 მეხანძრე ემსხვერპლა

wordpress.com

თეირანში, 17-სართულიანი სავაჭრო ცენტრ Plasco-ს ჩამონგრევის შედეგად, სულ მცირე, 30 მეხანძრე დაიღუპა, 75-ზე მეტი ადამიანი კი დაშავდა.

შემთხვევის ადგილზე ქვეყნის სამაშველო სამსახურებია მობილიზებული, რომლებიც მეძებარი ძაღლების საშუალებით სავაჭრო ცენტრში დარჩენილ ადამიანებს ეძებენ.

სავაჭრო ცენტრის შენობას დღის პირველ ნახევარში ცეცხლი გაუჩნდა. შენობის ჩამონგრევამდე ქვეყნის სახანძრო-სამაშველო სამსახურები რამდენიმე საათის განმავლობაში ცდილობდნენ ხანძრის ლოკალიზებას.

შენობა წამებში ჩამოინგრა. ჩამონგრევას ქვეყნის მთავარი მაუწყებელი პირდაპირ ეთერში გადასცემდა.

კომენტარები