ტერორიზმი

ე.წ. ისლამურმა სახელმწიფოს წევრებმა სირიის ქალაქ პალმირაში 12 ადამიანი მოკლეს

Getty Images

ბრიტანეთში არსებული ადამიანის უფლებათა სირიული ობსერვატორიის ცნობით, ე.წ. ისლამური სახელმწიფოს წევრებმა სირიის ქალაქ პალმირაში 12 ადამიანი მოკლეს. მათგან 4-ს თავი მოკვეთეს, 8-ს კი ცეცხლი გაუხსნეს.

ტერორისტული დაჯგუფების ტყვეებს შორის 4 მასწავლებელი იყო, 4 სამთავრობო ჯარისკაცი და 4 ამბოხებული.

პალმირა სამთავრობო ძალებმა 2016 წლის მარტში დაიბრუნეს, თუმცა 2016 წლის დეკემბრის პირველ ნახევარში პალმირას ნაწილი და მისი მიმდებარე სოფლები ე.წ. ისლამურმა სახელმწიფომ დაიბრუნა.

 

კომენტარები