ერთიანი ნაციონალური მოძრაობა

ენმ-ის რეზოლუცია: არ ავირჩიოთ პარტიის თავმჯდომარე, სანამ სააკაშვილი არ დაბრუნდება

ტაბულა

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ყრილობაზე მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით რეზოლუცია მიიღეს.

"ვინაიდან საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი არის ერთიანი ნაციონალური მოძრაობის დამაარსებელი და ლიდერი, რომელმაც ქართველ ხალხთან ერთად საფუძველი ჩაუყარა ახალ ქართულ სახელმწიფოს;

ვინაიდან მიხეილ სააკაშვილი არის ივანიშვილის რეჟიმის პოლიტიკური დევნილი, მას პოლიტიკური მოტივით ჩამოერთვა საქართველოს მოქალაქეობა და თავად არასოდეს უთქვამს უარი ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარეობაზე, ჩვენ, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრები ვადგენთ:

არ მოხდეს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარის არჩევა მანამ, სანამ მიხეილ სააკაშვილს არ მიეცემა საქართველოში დაბრუნების და პოლიტიკურ პროცესებში სრულყოფილად ჩართვის საშუალება", - ნათქვამია რეზოლუციაში.

კომენტარები