ერთიანი ნაცონალური მოძრაობა

რა ცვლილებები შევიდა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წესდებაში

ტაბულა

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის დღევანდელი ყრილობის გადაწყვეტილებით, პარტიის წესდებაში ცვლილებები შევიდა. ახალი წესდების თანახმად, ვანო მერაბიშვილი შეინარჩუნებს გენერალური მდივნის თანამდებობას, თუმცა მის მოვალეობებს პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე ნიკა მელია შეასრულებს.

ყრილობის გადაწყვეტილებით, პარტიაში უქმდება სამდივნოები და ენმ პროქტების დაფინანსების პრაქტიკაზე გადადის. ეს გულისხმობს იმას, რომ პოლიტასბჭო გადაწყვეტს, დააფინანსოს თუ არა კონკრეტული პროექტი. ამასთან, პარტიაში არ იარსებებს მუდმივი თანამდებობები.

დღევანდელ ყრილობაზე ასევე გადაწყდა, რომ ნაციონალური მოძრაობის საარჩევნო სიის თითოეულ ათეულში მინიმუმ სამი ქალი იქნება.

ამასთან, ახალი პოლიტსაბჭო, რომლის წევრების ვინაობაც  დღეს გახდა ცნობილი, საკუთარ რეგლამენტს შეიმუშავებს.

დღეს პარტიის პოლიტსაბჭოს თავმჯდომარედ ნიკა მელია აირჩიეს, მის მოადგილეებად კი - ზაზა ბიბილაშვილი და ლევან ვარშალომიძე.

კომენტარები