ევროკავშირი-საქართველო

FES: ახალგაზრდების 74% უჭერს მხარს ევროკავშირში შესვლას, 68% ნატოში

Reuters

ფრიდრიხ ებერტის ფონდის მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით, ახალგაზრდების 74% უჭერს მხარს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას.

თბილისში და სხვა ქალაქებში მცხოვრები ახალგაზრდების შეხედულებები განსხვავდება სოფელში მცხოვრებთაგან: თბილისში და სხვა ქალაქებში მცხოვრები ახალგაზრდების 80%-ს სურს ევროკავშირის წევრობა, მაშინ, როცა სოფელში მცხოვრები ახალგაზრდობის 66% პროცენტია იმავე მოსაზრებაზე.

ევროკავშირის წევრობის მთავარი სარგებელი გულისხმობს ქვეყნის ეკონომიკის გაძლიერებას (83%), რომელიც უკავშირდება დასაქმების შესაძლებლობებს (80%) და სოციო-ეკონომიკური გარემოს გაუმჯობესებას (81%). გარდა ამისა, ევროკავშირში მიღება მიჩნეულია გაუმჯობესებულ განათლებაზე ხელმისაწვდომობის წინაპირობად (84%).

ქვეყნის მასშტაბით ჩატარებული კვლევა მოიცავდა 14-29 წლის ახალგაზრდებს. კვლევა ჩატარდა 2016 წლის მაისი-ივნისის პერიოდში. კვლევის მეთოდოლოგია მოიცავდა პირისპირ ინტერვიუებს და ფოკუსჯგუფის დისკუსიებს. ჯამში, მთელი ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 1200 პირისპირ ინტერვიუ და 24 ფოკუსჯგუფის დისკუსია. კვლევის ფოკუსს წარმოადგენდა ახალგაზრდა თაობის სოციალურ-ეკონომიკურ თემებთან არსებული გამოცდილებისა და დამოკიდებულებების შესწავლა.

კომენტარები