კონტრაბანდა

საბაჟოზე კონტრაბანდის, მათ შორის თამბაქოს კონტრაბანდის კონტროლი გამკაცრდა

pbs

ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, საბაჟოზე კონტრაბანდის კონტრილი გამკაცრდა. სამინისტროს მიერ მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით, გამკაცრებული კონტროლის შედეგად 27 იანვარს სადახლოს საბაჟოზე სომხეთიდან შემომავალი 7.2 ათასი კონტრაბანდული სიგარეტის ღერი ამოიღეს. კონტროლის გამკაცრება სავარაუდოდ აქციზის გადასახადის გაძვირებას უკავშირდება. აქციზის გაძვირებამდე კოლოფ ფილტრიან სიგარეტზე აქციზი 90 თეთრი ღირდა, გაძვირების შემდეგ კი 1.7 ლარი ღირს. გადასახადის გაზრდამ სომხეთიდან კონტრაბანდის ინიციატივა გაზარდა.

"საქართველოს საბაჟო კონტრაბანდას ეფექტურად და კონტროლის გამკაცრებით აღკვეთს საბაჟო-გამშვებ პუნქტებზე ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის მიერ განხორციელებული მონიტორინგის ფარგლებში, 27 იანვარს საბაჟო გამშვებ-პუნქტში "სადახლო-საავტომობილო" არადეკლარირებული საქონელი - 7200 ღერი სიგარეტი (360 კოლოფი) გამოვლინდა.

ტვირთი შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა სომხეთიდან შემომავალი, სომხეთის მოქალაქის ა.ს-ს კუნთვნილ მანქანაში, სპეციალური დათვალიერების შედეგად აღმოაჩინეს. აღსანიშნავია, რომ მებაჟე-ოფიცრის კითხვაზე, ჰქონდა თუ არა დეკლარირებას დაქვემდებარებული საქონელი, მათ შორის სიგარეტი, ა.ს-მ უარი განაცხადა.

სსკ 289-ე მუხლის მე-14 ნაწილის მიხედვით, სამართალდამრღვევი მოქალაქე დაჯარიმდა და სანქციის სახით შეეფარდა ფულადი ჯარიმა 1000 ლარის ოდენობით. ამასთან, კანონის მოთხოვნის შესაბამისად, ა.ს-ს ჩამოერთვა როგორც საქონელი, ასევე ავტოსატრანსპორტო საშუალება. შედგა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 155 2 მუხლის შესაბამისად და გაიგზავნა მარნეულის რაიონულ სასამართლოში.

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტი კონტრაბანდის წინააღმდეგ უმკაცრეს ბრძოლას მომავალშიც გააგრძელებს. ამისათვის, საქართველოს საბაჟო-გამშვები პუნქტები აღჭურვილია რენტგენოსკანერებითა და ყველა აუცილებელი სპეცტექნიკით", - წერია სამინისტროს განცხადებაში.

კომენტარები