გიორგი ლუკავა

სუს-ი: აფხაზეთის დეფაქტო ხელისუფლება არ ადასტურებს ლუკავას ციხიდან გაყვანას

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, აფხაზეთის მარიონეტული რეჟიმის მიერ დაკავებული გიორგი ლუკავას დრანდის ციხიდან გაყვანის ფაქტი არ დასტურდება. 

როგორც ცნობილია, რუსთავი 2-თან საუბარში, ლუკავას ოჯახის წევრები ამბობენ, რომ დაკავებული მათ გუშინ ტელეფონით დაუკავშირდა და უთხრა, რომ გაცვლის შესახებ შეთანხმება მიღწეული იყო. თუმცა, ამის შემდეგ, ოჯახის თქმით, პატიმარი დაიკარგა. ისინი ვარაუდობენ, რომ ლუკავა მოკლულია და ხელისუფლებას დახმარებას სთხოვენ.

აფხაზეთის ომის მონაწილე 52 წლის გიორგი ლუკავა აფხაზეთის მარიონეტულმა რეჟიმმა 5 წლის წინ დააკავა და მას უვადო პატიმრობა მიუსაჯა.

როგორც სუს-ში აცხადებენ, "გიორგი ლუკავას მეუღლის მიერ გავრცელებული ინფორმაცია გუშინ მივაწოდეთ ევროკავაშირის მონიტორინგის მისიას. მათი მეშვეობით გააქტიურდა ცხელი ხაზი. აფხაზეთის დეფაქტო ხელისუფლება არ ადასტურებს ლუკავას ციხიდან გაყვანის ფაქტს. საერთაშორისო ორგანიზაციებთან ერთად ლუკავას საქმეზე მუშაობა გრძელდება".

კომენტარები