ვითარება საავტომობილო გზებზე

ახალქალაქი-კარწახის გზაზე მოძრაობა თავისუფალია

გზების დეპარტამენტი

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ჩატარებული გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, ახალქალაქი-კარწახის (თურქეთის რესპუბლიკის საზღვარი) საავტომობილო გზის კმ1-კმ36 მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა.

გარდა ამისა, მსუბუქ ავტოტრანსპორტზე მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენების რეჟიმი მოიხსნა და ამ დროისთვის, ახალქალაქი-კარწახის გზაზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

შეზღუდვები კვლავ მოქმედებს ჯვარი-უშგულისა და ხრესილი-ამბროლაურის მონაკვეთებზე.

გარდა ამისა, დილიდან, სპეციალური რეჟიმებია დაწესებული თბილისი-სენაკი-ლესელიძის, ჩოლაბურის ხიდი-თერჯოლა-ტყიბულის, გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის, ფონიჭალა-მარნეული-გუგუთის, ქუთაისი-ტყიბული-ამბროლაურის, ვაზიანი-გომბორი-თელავის, კოდა–ფარცხისი–მანგლისი–წალკა–ნინოწმინდის და ახალციხე-ნინოწმინდის საავტომობილო გზების გარკვეულ მონაკვეთებზე. დეტალური ინფორმაცია ამის შესახებ გზების დეპარტამენტმა რამდენიმე საათის წინ გაავრცელა.

კომენტარები