გაეროს უშიშროების საბჭო

ირანის მიერ რაკეტების გამოცდის გამო გაეროს უშიშროების საბჭო იკრიბება

0 კომენტარი
ფოტო: AFP

გაეროს უშიშროების საბჭო აშშ-ის თხოვნით, ირანის მიერ ბალისტიკური რაკეტის დატესტვის გამო საგანგებო შეხვედრას გამართავს.

საბჭოს სხდომაში მონაწილეობას გაეროში აშშ-ის ახალი წარმომადგენელი ნიკი ჰეილი პირველად მიიღებს.

კვირას, Fox News-მა პენტაგონის წყაროზე დაყრდნობით განაცხადა, რომ თეირანიდან 225 კილომეტრის დაშორებით მდებარე პოლიგონზე ირანმა ბალისტიკური რაკეტები გამოსცადა.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

შსს: ხუთმა პირმა ადამიანი შურისძიების მიზნით გაიტაცა და სცემა, ბრალდებულები დავაკავეთ

კომენტარები