ვიზალიბერალიზაცია

ვიქი მაია: უვიზო რეჟიმის მინიჭება საქართველოსთვის ევროპას უქმნის საფრთხეს

ევროპარლამენტი

ევროპარლამენტარი ვიქი მაია ამბობს, რომ გერმანია მხარს არ დაუჭერს საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის მინიჭებას. დეპუტატი იხსენებს გასულ წელს გერმანიაში ორგანიზებული დანაშაულებისთვის ქართველების დაკავებას და ამბობს, რომ ევროპა კარს გაუხსნის ასეთ დანაშაულებს.

"უვიზო რეჟიმის მინიჭება საქართველოსთვის ევროპას უქმნის საფრთხეს. ჩვენ კარს ვუღებთ ორგანიზებულ დანაშაულს. არ გვჭირდება ასეთ სიტუაციაში ვიზალიბერალიზაცია იმიტომ, რომ მეტი ორგანიზებული დანაშაული მოხდება.

თუ გავიხსენებთ გერმანიაში გასულ წელს მომხდარ ორგანიზებულ დანაშაულებს და დამნაშავეებს საქართველოდან, საფრთხის წინაშე ვართ. ამიტომ ჩვენ არ ვუჭერთ მხარს", - თქვა ევროპარლამენტარმა.

დიდი ბრიტანეთის წარმომადგენელიც წინააღმდეგ წავიდა და თქვა, რომ ბრექსითის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიზეზი მასობრივი იმიგრაცია იყო და მისმა მეტად ზრდამ შესაძლოა, ევროპული გაერთიანებიდან მეტი ქვეყნის გასვლა გამოიწვიოს.

დღეს ევროპარლამენტი საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის მინიჭების საკითხს უყრის კენჭს.

კომენტარები