საქართველოს პატრიარქი

პატრიარქის ექიმი: შესაძლოა, ილია II-ს გერმანიაში ქირურგიული ჩარევა დასჭირდეს

პატრიარქი ილია მეორე

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე სამკურნალოდ გერმანიაში გაემგზავრა. მისი პირადი ექიმის ცისანა შარტავას თქმით, შესაძლოა, პატრიარქს ქირურგიული ჩარევა დასჭირდეს. 

"3 დღის უკან იყო ეპიზოდი ხანმოკლე ტემპერატურული რეაქციის. მას თვითშეგრძნების მხრივ სხვა არაფერი ჰქონდა, მაგრამ ლაბორატორიული და ინსტრუმენტული გამოკვლევების საფუძველზე გამოიკვეთა, რომ ნაღვლის ბუშტში ანთებითი პროცესი გამწვავდა და მოსალოდნელია ამ ანთების შემდგომი გართულება. ამიტომ, სპეციალისტებმა მიზანშეწონილად ჩათვალეს, რომ საჭიროა გამოკვლევა, დაკვირება და სავარაუდო სამედიცინო ჩარევა, რომელიც შესაძლოა ქირურგიულიც იყოს (ამის შესახებ ჯერ წინასწარ ვერ გეტყვით), მოხდეს არა აქ, არამედ გერმანიაში, იმ კლინიკაში, სადაც მას ადრეც ელოდებოდნენ", - თქვა საპატრიარქოს ჯანმრთელობის დაცვის დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილემ ცისანა შარტავამ.

კომენტარები