ავტოსაგზაო შემთხვევა

რუსთაველზე მომხდარ ავარიაში ბრალდებულს პატიმრობა შეეფარდა

0 კომენტარი

თბილისის საქალაქო სასამართლომ ბრალდების მხარის შუამდგომლობა დააკმაყოფილა და რუსთაველის გამზირზე მომხდარი ავტოავარიის საქმეზე ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა.

ავტოსაგზაო შემთხვევა, რომელსაც ერთი ადამიანი ემსხვერპლა, სამი - კი დაშავდა, თბილისში, რუსთაველის გამზირზე 24 იანვარს მოხდა. მერსედესის მარკის ავტომანქანის მძღოლი სავალი გზის საპირისპირო ზოლში გადავიდა და ორ მანქანას შეეჯახა.

"სასამართლომ განიხილა წარმოდგენილი შუამდგომლობა, მოისმინა მხარეთა ახსნა-განმარტებები, გაეცნო წარმოდგენილ მასალებს და მიიჩნია, რომ ბრალდებულის მიმართ სახეზეა აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების როგორც ფორმალური, ასევე ფაქტობრივი საფუძვლები. სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების შერჩევისას მხედველობაში მიიღო ბრალდებულის პიროვნება, მისი დამოკიდებულება კანონის მოთხოვნებისა და შეზღუდვებისადმი, დანაშაულებრივი საქმიანობის გაგრძელებისა და მტკიცებულებათა მოპოვებისთვის ხელის შეშლის საფრთხეები“, - ნათქვამია სასამართლოს განცხადებაში.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ბრალდებული 3 თებერვალს დააკავა. გამოძიება ამ დრომდე გრძელდება და მიმდინარეობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევის ფაქტზე, რამაც გამოიწვია ერთი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა და ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე და მძიმე დაზიანება (საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის 1-ლი, მე-3 და მე-5 ნაწილებით). აღნიშნული მუხლი ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 4-დან 7 წლამდე ვადით, ასევე თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევას 3 წლამდე ვადით.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

შსს: ხუთმა პირმა ადამიანი შურისძიების მიზნით გაიტაცა და სცემა, ბრალდებულები დავაკავეთ

კომენტარები