რუსთავი 2-ის საქმე

მელია "ოცნებას": R2 გჭირდებათ, რომ უფსკრულში არ გადაიჩეხოთ

საქართველოს პარლამენტი

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ერთიანი ნაციონალური მოძრაობის დეპუტატმა ნიკა მელიამ მედიაზე ზეწოლის შესახებ ისაუბრა. მელიამ ქართული ოცნების წევრებს მიმართა და უთხრა, რომ რუსთავი 2, პირველ რიგში, სწორედ მათ სჭირდებათ. 

"ეს ქვეყანა, ეს რუსთავი 2, პირველ რიგში, თქვენ გჭირდებათ, დამიჯერეთ. თქვენ გჭირდებათ იმიტომ, რომ არ გადაიჩეხოთ უფსკრულში. თქვენ გჭირდებათ, რომ არსებობდეს მედიასივრცე ქვეყანაში, სადაც ოპოზიციურად განწყობილი ადამიანები მივლენ და ისაუბრებენ თქვენზე სხვადასხვა საკითხის გარშემო. როგორც კი ამ უკანასკნელ ბასტიონს დახურავთ, ძალიან ცუდად დამთავრდება ეს ყველაფერ, პირველ რიგში, თქვენთვის. თქვენზე კი არ ვღელავ, ვღელავ ამ ქვეყნის მომავალზე. რუსთავი 2 არის ერთადერთი საშუალება, სადაც შუძლია ადამიანს მივიდეს და გააკრიტიკოს ბიძინა ივანიშვილი. მაესტრო იყო ასე ოპოზიციურად განწყობილი და რას დაამსგავსა. საზოგადოებრივი მაუწყებელიც, სამწუხაროდ, რას დაამსგავსა. რომელი, GDS? სად უნდა ავიმაღლოთ ხმა და სად უნდა ვისაუბროთ თქვენზე, რომ ჩადიხართ კანონდარღვევას?", - მიმართა მელიამ ქართული ოცნების დეპუტატებს.

 

კომენტარები