პრეზიდენტის ვეტოს დაძლევა

პარლამენტმა საერთო სასამართლოების კანონზე პრეზიდენტის ვეტო დაძლია

გიორგი მარგველაშვილი
პრეზიდენტის ადმინისტრაცია

პარლამენტმა საერთო სასამართლოების შესახებ კანონზე პრეზიდენტის ვეტო დაძლია. კანონის ძველ ვერსიას 97-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი. ე.წ. მართლმსაჯულების რეფორმის ​მესამე ტალღის საკანონმდებლო პაკეტზე პრეზიდენტმა ვეტო იმ მოტივით დაადო, რომ ეს პაკეტი მოიცავდა ნორმებს, რომლებიც ეწინააღმდეგება მიუკერძოებელ სასამართლოს და ინდივიდუალური მოსამართლის დამოუკიდებლობის უზრუნველყოფის პრინციპებს.

სხვა საკითხებთან ერთად, პრეზიდენტი თვლის, რომ რაიონული(საქალაქო) და სააპელაციო სასამართლოების თავმჯდომარეები ფარული კენჭისყრით თავად ამ სასამართლოს მოსამართლეებმა უნდა აირჩიონ.პარლამენტის მიერ დამტკიცებული კანონის მიხედვით კი, სააპელაციო და რაიონული (საქალაქო) სასამართლოების მოსამართლე თანამდებობაზე გამწესდება 3 წლის ვადით, ამ ვადის გასვლამდე არაუადრეს 2 და არაუგვიანეს 1 თვისა - საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო შედეგების ანალიზის საფუძველზე. პრეზიდენტისთვის ასევე მიუღებელია სასამართლო სისტემაში ერთსა და იმავე პირს სამი თანამდებობა ეკავოს. პრეზიდეტი ეწინააღმდეგება მოსამართლეთა 3-წლიან გამოსაცდელ ვადასაც და მიიჩნევს, რომ ისინი პირდაპირ უვადოდ უნდა დაინიშნონ. 

ვეტოს დადებამდე საქართველოს პარლამენტმა სასამართლო სისტემის რეფორმირების "მესამე ტალღის" საკანონმდებლო პაკეტი მესამე მოსმენით, 87 ხმით დაამტკიცა. საერთო სასამართლოების შესახებ კანონში შესატანი ცვლილებები მთავრობამ მერვე მოწვევის პარლამენტს 2015 წელს წარუდგინა.

კომენტარები