ჩრდილოეთი კორეა

ჩრდილოეთ კორეამ ბალისტიკური რაკეტა გამოსცადა

EPA

ჩრდილოეთ კორეამ ბალისტიკური რაკეტა "წარმატებით" გამოსცადა. როგორც განცხადებაში წერია, პროცესს თავად ქვეყნის ლიდერი კიმ ჩენ ინი ხელმძღვანელობდა.

სამხრეთ კორეის შეიარაღებული ძალების ვარაუდით, ბალისტიკური რაკეტა საშუალო რადიუსის იყო.

სამხრეთ კორეისა და აშშ-ის ცნობით, ბალისტიკური რაკეტა იაპონიის ზღვიდან 500 კილომეტრში აფეთქდა.

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ფხენიანის ქმედება დაგმო და იაპონიის მთავრობას მხარდაჭერა გამოუცხადა.

სამხრეთ კორეის თავდაცვის მინისტრის აზრით, ჩრდილოეთ კორეის "პროვოკაცია" ტრამპის რეაქციის გაგებას ემსახურებოდა.

აღსანიშნავია, რომ ბალისტიკური რაკეტის გამოცდა იაპონიის პრემიერმინისტრ სინძო აბეს აშშ-ში ოფიციალურ ვიზიტს დაემთხვა.

კომენტარები