ილია მეორე

ექიმი: ილია მეორის ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა

პატრიარქი ილია მეორე

კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორის ოპერაცია დასრულდა. მას ნაღვლის ბუშტის ოპერაცია გაუკეთეს. გერმანელი ექიმის თქმით, ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა და პატრიარქი თავს კარგად გრძნობს. საპატრიარქოს ჯანმრთელობის დაცვის დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილე, ცისანა შარტავა ამბობს, რომ ილია მეორეს პოსტოპერაციულ განყოფილებაში გადაიყვანენ.

ილია მეორე სამკურნალოდ გერმანიაში 2 თებერვალს გაემგზავრა.

კომენტარები