საქართველოს საპატრიარქო

ბესელია: მზადდებოდა დანაშაული, წინასწარი პატიმრობის ბრძანება გაცემულია

ტაბულა

ქართული ოცნების დეპუტატი ეკა ბესელია მამა გიორგი მამალაძის დაკავებას ეხმაურება. ბესელია ამბობს, რომ წინასწარი პატიმრობის ბრძანება გაცემულია. მისივე თქმით, მზადდებოდა მძიმე დანაშაული.

"მზადდებოდა მძიმე დანაშაული. კონკრეტულად ვის მიერ, ვის მიმართ და რა ფორმით, ამაზე მოგვიანებით ისაუბრებს პროკურატურა. ჩვენ გვაქვს მხოლოდ ზოგადი ინფორმაცია. ამ საქმეს ადევს გრიფი. წინასწარ პატიმრობის თაობაზე ბრძანება გაცემულია უკვე. 

პრემიერის გადაწყვეტილებით, ბერლინში იმყოფება სპეციალური დაცვის სამსახურის უფროსი ბატონი ჩუბინიძე და პატრიარქის უსაფრთხოება არის გარანტირებული", - ამბობს ბესელია.

საქართველოს საპატრიარქოს ქონების მართვის სამსახურის ხელმძღვანელი მამა გიორგი მამალაძე დააკავეს. ეს ინფორმაცია დაადასტურა ინფორმაციას სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ხელმძღვანელმა. სდსს-ის ხელმძღვანელის თქმით, პროკურატურაში გამოძიება მიმდინარეობს. კონკრეტულად რა ფაქტზეა დაწყებული გამოძიება, ანზორ ჩუბინიძე არ საუბრობს. 

კომენტარები