საგარეო ვაჭრობა

2017 წელი ექსპორტის 45%-იანი ზრდით დაიწყო

brianchristner.io

2017 წელი საგარეო ვაჭრობის ზრდით დაიწყო, საქსტატის ანგარიშის (PDF) მიხედვით, იანვარში ექსპორტმა $177 მილიონი შეადგინა, რაც 2016 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 45%-ით მეტია.

ექსპორტთან ერთად ზრდის ტენდენციაა იმპორტშიც, იანვარში იმპორტმა $474 მილიონი შეადგინა, რაც 2016 წელთან შედარებით 15%-ით მეტია.

იანვარში უარყოფითი სავაჭრო ბალანსი (სხვაობა ექსპორტსა და იმპორტს შორის) $298 მილიონი იყო, რაც სავაჭრო ბრუნვის 46%-ს შეადგენს, აღნიშნული მაჩვენებელი 2016 წლის უარყოფით სავაჭრო ბალანსზე $9 მილიონით მეტია.

ჯერჯერობით უცნობია, თუ რომელი საქონლის ექსპორტის ზრდამ გამოიწვია ექსპორტის ზრდა, რადგანაც ვაჭრობის დეტალური მონაცემები 20 თებერვალს გამოქვეყნდება.

კომენტარები