ჟურნალი Playboy

ჟურნალი Playboy შიშველ ფოტოებს ისევ გამოაქვეყნებს

ჟურნალი Playboy სიშიშვლეს აბრუნებს. გადაწყვეტილება Playboy-ს ახალმა კრეატივის დირექტორმა კუპერ ჰეფნერმა გაავრცელა. მისი თქმით, ჟურნალი ამ ნაბიჯით საკუთარ იდენტობას დაიბრუნებს.

ამერიკულმა ჟურნალმა მარტი-აპრილის ნომერი Twitter-ზე უკვე დააანონსა წარწერით: #NakedIsNormal (სიშიშვლე ნორმალურია).

ჟურნალის გადაწყვეტილებას სოციალურ ქსელზე სხვადასხვანაირად გამოეხმაურნენ, ნაწილის აზრით, Playboy-მ კარგი გადაწყვეტილება მიიღო, ნაწილი კი წერს, რომ ჟურნალმა ეს ნაბიჯი იმიტომ გადადგა, რომ Playboy ძველებურად აღარ იყიდებოდა.

შეგახსენებთ, რომ Playboy-მ შიშველი ფოტოების აღარ გამოქვეყნება 2015 წლის მეორე ნახევარში გადაწყვიტა, თუმცა გადაწყვეტილება დროებითი აღმოჩნდა.

ჟურნალი Playboy 1953 წელს ჰიუ ჰეფნერმა დააარსა და მისი პირველი ნომერიც ამავე წელს გამოვიდა, რომლის გარეკანზეც მერილინ მონრო იყო აღბეჭდილი.

კომენტარები