ჩრდილოეთ კორეა

მალაიზიაში კიმ ჩენ ინის ნახევარძმა კიმ ჩენ ნამი ჩრდილოკორეელმა აგენტებმა მოკლეს

AFP

სამხრეთ კორეის მთავრობასთან დაახლოებული წყაროს ცნობით, ჩრდილოეთ კორეის დიქტატორის, კიმ ჩენ ინის ნახევარძმა, კიმ ჩენ ნამი, მალაიზიაში მოკლეს.

სამხრეთკორეული მედიის ინფორნაციით, 45 წლის კიმ ჩენ ნამი ორმა ჩრდილოეთკორეელმა აგენტმა ქალმა კუალა-ლუმპურის აეროპორტში მოწამლული ნემსებით მოკლა. შემდეგ კი, ტაქსში ჩასხდნენ და ადგილიდან მიიმალნენ.

კიმ ჩენ ნამი დაუყოვნებლივ საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა გზაში გარდაიცვალა. მალაიზიის აეროპორტის წარმომადგენლების თქმით, მათ არ იცოდნენ მისი ვინაობა.

თავდაპირველად, კიმ ჩენ ნამი, რომელიც კიმ ჩენ ირის უფრო ვაჟია, მისი მამის მემკვიდრედ განიხილებოდა, თუმცა მას შემდეგ, რაც 2001 წელს იაპონიაში, დისნეილენდის მოსანახულებლად გაყალბებული პასპორტით მოგზაურობა სცადა, ის ქვეყნიდან გააძევეს. შემდეგ კი, მაკაუში, ჩინეთის ტერიტორიაზე ცხოვრობდა.

ცნობილია, რომ კიმ ჩენ ნამი უპირისპირდებოდა ჩრდილოეთ კორეაში არსებულ მმართველობის წესს და აცხადებდა, რომ მას ქვეყნის განვითარების განსხვავებული რეფორმა ჰქონდა.

შეგახსენებთ, რომ 2013 წელს კიმ ჩენ ინმა საკუთარი ბიძა სიკვდილით დასაჯა.

კომენტარები