ფულადი გზავნილები

2017 წლის იანვარში ფულადი გზავნილები 26%-ით გაიზარდა

Reuters

ეროვნული ბანკის მონაცემებით, 2017 წლის იანვარში საქართველოში ფულადი გზავნილების სახით $83.9 მილიონი შემოვიდა, რაც წინა წელთან შედარებით 26.1%-ით მეტია. ფულადი გზავნილების უმთავრესი წყარო საქართველოდან უცხოეთში ემიგრირებული ქართველი მოსახლეობის მიერ გამოგზავნილი თანხებია, შესაბამისად, გზავნილების რეიტინგში ის ქვეყნები ლიდერობენ, სადაც მეტი ემიგრანტი ცხოვრობს. 

ქვეყნების მიხედვით, გზავნილებში პირველ ადგილზე რუსეთია, საიდანაც იანვარში $26 მილიონი შემოვიდა, რაც 2016 წლის მაჩვენებელზე 33%-ით მეტია. მეორე ადგილზე იტალიაა, საიდანაც იანვარში $9.6 მილიონი გადმოირიცხა, აღნიშნული მაჩვენებელი 2016 წელთან შედარებით 12%-ით მეტია.

იანვარში ფულადი გზავნილების მიხედვით, ქვეყნების ათეული და წინა წელთან შედარებით ამ ქვეყნებიდან გადმორიცხული თანხების ზრდა/კლება ასე გამოიყურება:

  1. რუსეთის ფედერაცია - $26.5 მილიონი, ზრდა 33%
  2. იტალია - $9.6 მილიონი, ზრდა 12%
  3. აშშ - $9.5 მილიონი, ზრდა 25.8%
  4. საბერძნეთი - $9.3 მილიონი, ზრდა 17.8%
  5. ისრაელი - $6.3 მილიონი, ზრდა 99%
  6. თურქეთი - $6.3 მილიონი, ზრდა 43%
  7. ესპანეთი - $2.1 მილიონი, ზრდა 10%
  8. გერმანია - $2 მილიონი, ზრდა 2%
  9. უკრაინა - $1.5 მილიონი, ზრდა 23%
  10. აზერბაიჯანი - $1.3 მილიონი, ზრდა 53%

საქართველოდან უცხოეთში $13.4 მილიონი გადაირიცხა, რაც წინა წელთან შედარებით 12%-ით მეტია. 

კომენტარები