დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმე

პატრიარქი: ვიცნობ დეკანოზ გიორგი მამალაძეს, კარგის მეტი არაფერი მინახავს მისგან

0 კომენტარი
პატრიარქი ილია მეორე

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის კათალიკოს-პატრიარქის განცხადებით, იგი დეკანოზ გიორგი მამალაძეს იცნობს და მისგან კარგის მეტი არაფერი უნახავს. 

"სამწუხაროდ, მე მომიხდა გერმანიაში ჩამოსვლა და გამიკეთეს ნაღვლის ოპერაცია. ოპერაცია კარგად დამთვარდა, კარგი შედეგებია, ექიმები იტყვიან ამის შესახებ. მე ასევე მინდა შევეხო იმ უცნაურ და არანორმალურ სიტუაციას, რომელიც დაკავშირებულია მამა გიორგი მამალაძესთან. მე ვიცნობ მამა გიორგის, უკვე კარგა ხანია, და კარგის მეტი მე არაფერი მომისმენია და მინახავს მისგან", - აცხადებს კათალიკოსი. 

პატრიარქის ეს განცხადება facebook-ზე ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიის სახელით აიტვირთა. ვიდეომიმართვა ორნაწილიანია. მიმართვის მეორე ნაწილში ილია მეორე ამბობს, რომ საქართველოში სამ დღეში დაბრუნდება. 

"ვერავინ ვერ შეძლებს ჩვენი ერისა და ეკლესიის დარღვევას. მე სამ დღეში ჩამოვალ თბილისში და მე იმედი მაქვს, რომ ყველაფერი დამშვიდდება, გაირკვევა და ყველაფერი ნორმაზე დადგება", - ამბობს პატრიარქი.

 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

საქართველოს ეროვნული გმირი გიორგი ანწუხელიძე დღეს 33 წლის გახდებოდა

კომენტარები