კვლევა

რჩევა მშობლებს - ეკრანთან რამდენი საათის გატარებაა რეკომენდებული მოზარდებისთვის?

0 კომენტარი

მას შემდეგ, რაც თანამედროვე ტექნილოგიების განვითარებამ ბუმს მიაღწია, მილიონობით მშობელი მსოფლიოს მასშტაბით ათასგვარ ხერხს ეძებდა იმისთვის, თუ როგორ გაეტარებინათ მათ შვილებს რაც შეიძლება ნაკლები დრო მობილური ტელეფონების ეკრანებთან. 

წლების განმავლობაში ამერიკის პედიატრთა აკადემიის (AAP) რეკომენდაცია დღის მანძილზე ეკრანთან გასატარებლად მხოლოდ 2 საათს ითვალისწინებდა. წინააღმდეგ შემთხვევაში, რეკომენდაციის მიხედვით, თქვენს ბავშვებს შეაწუხებს დამოკიდებულება, ძილის ნაკლებობა და დეპრესია. კვლევის მიხედვით, მობილურისა და კომპიუტერების ეკრანებთან დიდი დროის გატარებამ, შესაძლოა, თქვენი შვილები უფრო აგრესიული გახადოს და აკადემიური მოსწრების დონეც დაუქვეითოს. 

სად არის გამოსავალი?

გასულ კვირას ჟურნალ Psychiatry Quarterly-ში გამოქვეყნებული კვლევის თანახმად, ამ ყველაფერთან ბრძოლა საჭირო სულაც არ არის. 

კვლევის განმავლობაში 6 089 ახალგაზრდა გამოიკითხა რისკჯგუფიდან. შეკითხვები შეეხებოდა ეკრანთან გატარებულ დროს, ძილს, სკოლის ნიშნებს, ოჯახში საკვების რაციონს, დეპრესიას, ფიზიკურ აქტიურობას და ისეთ სარისკო ქცევებს, როგორიცაა, მაგალითად, იარაღის ტარება, სკოლაში ჩხუბი, სიმთვრალისას სექსი და ნარკოტიკების მიღება. კვლევამ აჩვენა, რომ დღის მანძილზე ეკრანთან 6 საათამდე დროის გატარებაში სანერვიულო არაფერია. კვლევის მთავარი ავტორი, კრისტოფერ ფერგიუსონი ამბობს, რომ ამერიკის პედიატრთა აკადემიის რეკომენდაციები დაფიქრების გარეშე გაიცა. აღნიშნული რეკომენდაციის გაცემიდან 5 წელი გავიდა.  

"ჩვენი კვლევა, ისევე, როგორც ოქსფორდში ჩატარებული ფართომასშტაბიანი კვლევა აჩვენებს, რომ დღის მანძილზე ეკრანთან გატარებული 6 საათი აბსოლუტურად ნორმალურია და არანაირი კავშირი არ აქვს მცირედ ნეგატიურ უკურეაქციასთანაც კი. ეკრანები ჩვენს ცხოვრებაში უფრო მეტად იჭრება. მთელი კონცეფცია მდგომარეობს იმაში, რომ ეკრანთან გატარებული ახლანდელი დრო 20 წლის წინანდელისგან განსხვავდება. ისტორიას გადავხედოთ და გავიხსენოთ ელვის პრესლი, კომიქსები, ჰარი პოტერი, 1980-იანი წლების როკმუსიკა და Dungeons & Dragons. მანამ, სანამ ბავშვები სკოლაში კარგად სწავლობენ, საკმარისად სძინავთ და ვარჯიშობენ, ეკრანთან დიდი დროის გატარება არანაირ პრობლემას არ შექმნის", - თქვა ფერგიუსონმა.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

საკრებულოსთან მიმდინარე აქციაზე ენმ-ის ორი წევრი დააკავეს

კომენტარები