გიორგი მამალაძის საქმე

ლაზარაშვილი: დეკანოზი მამალაძე კლინიკაში გონების დაკარგვის დიაგნოზით შემოვიდა

ტაბულა

ჩაფიძის გულის კლინიკის სამედიცინო დირექტორის, ზაზა ლაზარაშვილის თქმით, დეკანოზ გიორგი მამალაძის მდგომარეობა სტაბილურია. მისი თქმით, დეკანოზი საავადმყოფოში გონების დაკარგვის გამო მიიყვანეს.

"პაციენტი გიორგი მამალაძე 20 საათზე არის შემოსული, სინკოპეს (გონების დაკარგვის) დიაგნოზით. რაც მისი თქმით, არ არის პირველი შემთხვევა და ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში რამდენჯერმე შეემთხვა. ამჟამად მიმდინარეობს დაავადების პროტოკოლით გათვალისწინებული ღონისძიებები, დაკვირვება დინამიკაში და შესაბამისი გამოკვლევები. მნახველების შეშვება არ ხდება, ვინაიდან სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან არის გადმოყვანილი. მასთან მხოლოდ ადვოკატები შევიდნენ. მომდევნო ინფორმაცია დღის 12 საათზე გავრცელდება. მისი მდგომარეობა სტაბილურია", - თქვა ლაზარაშვილმა.

კომენტარები