საპატრიარქოს დაფინანსება

ეკონომიკის მინისტრი: საპატრიარქოს დაფინანსების წესი შესაცვლელი არ არის

გიორგი გახარია
ტაბულა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი გახარიამ ჟურნალისტებთან კომენტარი საპატრიარქოს დაფინანსების წესთან დაკავშირებით გააკეთა, რომლის შეცვლის ინიციატივითაც რესპუბლიკური პარტია გამოვიდა. მინისტრის აზრით, არსებული დაფინანსების წესი შესაცვლელი არ არის. 2017 წელსაც გასული წლების მსგავსად საპატრიარქო 25 მილიონ ლარს მიიღებს.

"მე ვთვლი, რომ ეს ნაწილი შესაცვლელი არ არის. ასევე, ვთვლი, რომ ეს ის საკითხია, რომელიც პარტიული დონიდან გადასაწყვეტი არ არის და გადაწყვეტილება საერთო სახალხო განხილვის გზით უნდა მივიღოთ", - თქვა გახარიამ.

რესპუბლიკური პარტია მიიჩნევს, რომ სახელმწიფოს მიერ ეკლესიის დაფინანსება უნდა შეწყდეს. რაც შეეხება კომპენსაციას, პარტიის აზრით, ეს საკითხი კარგად უნდა იყოს დასაბუთებული. ხათუნა სამნიძის თქმით, თბილისის საკრებულოში თითქმის ყოველ სხდომაზე განიხილავენ ეკლესიისთვის დედაქალაქის ქონების გადაცემის საკითხს. თამარ კორძაია კი ამბობს, რომ საპატრიარქოს ამ დრომდე სახელმწიფოს მხრიდან 200 მილიონ ლარზე მეტი თანხა და მრავალი ჰექტარი მიწა გადაეცა.

კომენტარები