გიორგი მამალაძის საქმე

ბოტკოველი: ილია II-ის დაბრუნების შემდეგ, ოხანაშვილი საპატრიარქოში არ მინახავს

ვექტორი,

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მდივნის მიქაელ ბოტკოველის განცხადებით, პატრიარქის დაცვის უფროსი სოსო ოხანაშვილი ილია მეორის ბერლინიდან საქართველოში დაბრუნების შემდეგ, საპატრიარქოში არ გამოჩენილა.

"რაც მისი უწმიდესობა დაბრუნდა საქართველოში, მე სოსო ოხანაშვილი საპატრიარქოში არ მინახავს", - თქვა მამა მიქაელმა.

კითხვაზე, "კვლავ მუშაობს თუ არა სოსო ოხანაშვილი პატრიარქის პირადი დაცვის უფროსის თანამდებობაზე", ბოტკოველმა პასუხის გაცემა არ ისურვა. 

ცნობისთვის, ცოტა ხნის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც სოსო ოხანაშვილმა პატრიარქის დაცვის სამსახურის უფროსის თანამდებობა დატოვა. აღსანიშნავია, რომ ოხანაშვილი ბერლინიდან თბილისში დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმეზე დასაკითხად ჩამოიყვანეს, ხოლო მის ნაცვლად, გერმანიაში პატრიარქის და მისი გარემოცვის უსაფრთხოებას სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური იცავდა.

კომენტარები