დაპირისპირება პარლამენტში

ბესელია ბოკუჩავას: ყველაზე უვიცი ადამიანი ხარ, ვინც ამ დარბაზში ზის

დღეს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე თინათინ ბოკუჩავა და ეკა ბესელია ერთმანეთს სიტყვიერად დაუპირისპირდნენ. 

ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა და ქართული ოცნების დეპუტატების სიტყვიერი შელაპარაკება მოსმენების კანონის ახალ პაკეტს შეეხებოდა.

თინათინ ბოკუჩავამ სიტყვით გამოსვლისას ეკა ბესელიას მიმართა და უთხრა, რომ იურიდიული კომიტეტის მიერ მომზადებული ცვლილებათა კანონპროექტი საკონსტიტუციო სასამართლოს მოთხოვნებს ვერ აკმაყოფილებდა, რასაც თავად ბესელია გამოეხმაურა და თინა ბოკუჩავას გამოსვლა ჯერ არაკომპეტენტურად და ზედაპირულად შეაფასა, მოგვიანებით კი დეპუტატს "პარლამენტში ყველაზე უვიცი" უწოდა. 

კომენტარები