საქართველოს საპატრიარქო

ჟვანია: მამა მიქაელ ბოტკოველი საპატრიარქოს მდივნის თანამდებობაზე რჩება

ლაშა ჟვანია
epn.ge

საქართველოს კათალიკოს პატრიარქის ფონდის ხელმძღვანელის, ლაშა ჟვანიას თქმით, მამა მიქაელ ბოტკოველი საპატრიარქოს მდივნის თანამდებობაზე რჩება. როგორც ჟვანიამ ჟურნალისტებს განუცხადა, ბოტკოველს თანამდებობის დატოვების შესახებ გადაწყვეტილება პატრიარქთან არ შეუთანხმებია, შესაბამისად, ის ვერ დატოვებდა თანამდებობას.

"მამა მიქაელ ბოტკოველის თანამდებობა გახლავთ კონკორდატის თანამდებობა, მამა მიქაელის გათავისუფლება არის პრეროგატივა და სრული კომპეტენცია იმ ადამიანის, რომელიც ნიშნავს მამა მიქაელს. ეს გახლავთ მისი უწმინდესობა, სრულიად საქართველოს კათალიკოს პატრიარქი. მე როგორც ვიცი, მამა მიქაელს მისი ეს ემოციური გადაწყვეტილება არ შეუთანხმებია მის უწმინდესობასთან, ამიტომ, დაველოდოთ. ეს არ არის ცალმხრივი, მამა მიქაელს შეიძლება ემოციური სურვილი აქვს თანამდებობის დატოვების, მაგრამ მისი უწმინდესობის გადაწყვეტილებას დაველოდოთ",- აღნიშნა საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის ფონდის ხელმძღვანელმა.

მიქაელ ბოტკოველმა პატრიარქის მდივნის თანამდებობა დატოვების მიზეზად ილია მეორის დაცვის უფროსის სოსო ოხანაშვილის განცხადება დაასახელა.

დღესვე, გავრცელდა ინფორმაცია, რომ სოსო ოხანაშვილმა პატრიარქის დაცვის სამსახურის უფროსის თანამდებობა დატოვა. პატრიარქის მდივნის მიქაელ ბოტკოველის განცხადებით, ოხანაშვილი ილია მეორის ბერლინიდან საქართველოში დაბრუნების შემდეგ, საპატრიარქოში არ გამოჩენილა. კითხვაზე, "კვლავ მუშაობს თუ არა სოსო ოხანაშვილი პატრიარქის პირადი დაცვის უფროსის თანამდებობაზე", ბოტკოველმა პასუხის გაცემა არ ისურვა. 

ამის შემდეგ, პატრიარქის დაცვის უფროსმა სოსო ოხანაშვილმა განაცხადა, რომ პატრიარქის მდივანმა მიქაელ ბოტკოველმა იცრუა. მისი თქმით, გერმანიაში ჩამოსვლის დღიდან, ის იმყოფება საპატრიარქოში და ასრულებს საკუთარ მოვალეობას.

კომენტარები