საქართველოს საპატრიარქო

საპატრიარქოს ოფიციალური სპიკერი დეკანოზი დავით შარაშენიძე იქნება

საქართველოს საპატრიარქოს პრესსამსახურის ხელმძღვანელი მამა მიქაელ ბოტკოველის ნაცვლად, დეკანოზი დავით შარაშენიძე იქნება. ამის შესახებ ინფორმაცია საქართველოს საპატრიარქო ავრცელებს.

გუშინ მამა მიქაელ ბოტკოველმა გააკეთა განცხადება თანამდებობის დატოვების შესახებ.

გუშინვე, გავრცელდა ინფორმაცია, რომ სოსო ოხანაშვილმა პატრიარქის დაცვის სამსახურის უფროსის თანამდებობა დატოვა. პატრიარქის მდივნის მიქაელ ბოტკოველის განცხადებით, ოხანაშვილი ილია მეორის ბერლინიდან საქართველოში დაბრუნების შემდეგ, საპატრიარქოში არ გამოჩენილა. კითხვაზე, "კვლავ მუშაობს თუ არა სოსო ოხანაშვილი პატრიარქის პირადი დაცვის უფროსის თანამდებობაზე", ბოტკოველმა პასუხის გაცემა არ ისურვა. 

ამის შემდეგ, პატრიარქის დაცვის უფროსმა სოსო ოხანაშვილმა განაცხადა, რომ პატრიარქის მდივანმა მიქაელ ბოტკოველმა იცრუა. მისი თქმით, გერმანიაში ჩამოსვლის დღიდან, ის იმყოფება საპატრიარქოში და ასრულებს საკუთარ მოვალეობას.

კომენტარები