საქართველოს საპარტრიარქო

პატრიარქი დღეს სამების ტაძარში არ იმყოფებოდა, მიზეზი უცნობია

პატრიარქი ილია მეორე

მიუხედავად გავრცელებული ინფორმაციისა, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქს დღეს სამების საკათედრო ტაძარში საკვირაო წირვა არ აღუვლენია.

მიზეზი სასულიერო პირებისთვისაც უცნობია, თუმცა, ისინი ილია მეორეს სამებაში დღეს, 18:00 საათზე, შენდობის წესის შესრულებაზე ელოდებიან.

"მიზეზი არ ვიცით, ჩვენც ველოდებოდით დილით, მაგრამ საღამოს იქნება სავარაუდოდ, შენდობის წესზე", - უთხრა ჟურნალისტებს არქიმანდრიტმა იოვანე მჭედლიშვილმა.

ტაბულა ცდილობს გაარკვიოს პატრიარქის წირვაზე არ ყოფნის მიზეზი, თუმცა პრესსამსახურის უფროსი, დეკანოზი დავით შარაშენიძე სატელეფონო ზარებს კვლავ არ პასუხობს.

მართლმადიდებელი ეკლესია დღეს შენდობის დღეს აღნიშნავს, ხვალიდან კი დიდმარხვა იწყება.

კომენტარები