გარემოს დაცვის სამინისტრო

გარემოს დაცვის სამინისტრო: ხოვლეში ტყის მცველი გარდაცვლილი იპოვეს

გარემოს დაცვის სამინისტრო

გარემოს დაცვის სამინისტროს ცნობით, ხოვლეში ტყის მცველი გარდაცვლილი იპოვეს. მას დაზიანება თავისა და მხრის არეში აღენიშნება. გამოძიება სიცოცხლის გაუფრთხილებლობით მოსპობის ფაქტზე მიმდინარეობს.

"შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის კასპის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, სოფელ ხოვლეს ტყეში, 1969 წელს დაბადებული კ.ყ.-ს გვამი იპოვეს. 

გამოძიებით დადგინდა, რომ კ.ყ. ტყის მცველი იყო და ის სახლიდან მიმდინარე წლის 25 თებერვალს გავიდა. მეორე დილით იპოვეს კ.ყ.-ს კუთვნილი ცხენი. თავად ტყის მცველთან შიდა ქართლის სატყეო-სამხარეო სამმართველოს თანამშრომლებმა დაკავშირება ვერ შეძლეს და დასახმარებლად პოლიციას მიმართეს. გარდაცვლილს დაზიანება თავისა და მხრის არეში აღენიშნება. 

გარდაცვალების მიზეზის დასადგენად დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზა. გამოძიება სიცოცხლის გაუფრთხილებლობით მოსპობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 116-ე მუხლით)", - აცხადებს გარემოს დაცვის სამინისტრო.

კომენტარები