საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო 104 260 კგ შოკოლადსა და 125 კგ კარამელის კანფეტს ყიდულობს. ტენდერი 22 თებერვალს გამოცხადდა. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 1 058 989 ლარია.
დოკუმენტის მიხედვით, ტენდერი შსს-ს დაქვემდებარებული სამი უწყებისთვის გამოცხადდა:
- ლოჯისტიკის დეპარტამენტი – 76 260 კგ შოკოლადი და 110 კგ კარამელი;
- სტრატეგიული მილსადენების დაცვის დეპარტამენტი – 5 500 კგ შოკოლადი და 15 კგ კარამელი;
- სასაზღვრო პოლიცია – 22 500 კგ შოკოლადი;
ტენდერში მონაწილეთა წინადადებების მიღება 10 მარტს იწყება და 15 მარტს სრულდება.