დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმე

დეკანოზ გიორგი მამალაძის დაკითხვა დღეს გაგრძელდება

დეკანოზი გიორგი მამალაძე
Facebook/ Ana Akhaladze

დეკანოზ გიორგი მამალაძის დაკითხვა დღეს გაგრძელდება. პროკურატურის წარმომადგენლები ე.წ. მატროსოვის ციხეში მისვლას 13 საათისთვის გეგმავენ. ციხეში უკვე მივიდა დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატი მიხეილ რამიშვილი. 

"ძალიან ბევრი ისეთი კითხვა დაისვა, რაზეც მამა გიორგიმ კატეგორიულად განაცხადა, რომ კითხვებზე პასუხს გასცემს იმის შემდეგ, როდესაც მისი ოჯახის წევრები იქნებიან დაცვით უზრუნველყოფილები. ამის თაობაზე ჩვენ დღეს მივმართავთ პროკურატურას, დავუსაბუთებთ, თუ რის საფუძველზე უნდა მოხდეს და რატომ ითხოვს მამა გიორგი თავისი ოჯახის წევრების დაცვით უზრუნველყოფას. ციანიდი, მომწავლელი ნივთიერება თავის ჩანთაში თავისი ხელით არ ჩაუდია", - ამბობს ადვოკატი.

ადვოკატის ცნობით, გუშინ, დაკითხვა 8 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა, თუმცა, პროკურატურის წარმომადგენლები ე.წ. მატროსოვის ციხეში 12 საათის განმავლობაში იმყოფებოდნენ.

კომენტარები