საქართველოს საპატრიარქო

R2: მეუფე პეტრემ მიმოწერა მოგვაწოდა, სადაც თავის შეკავებას ურჩევენ

exclusivenews.ge

ჭყონდიდის მიტროპოლიტმა პეტრე ცაავამ რუსთავი 2-ს მიმოწერა მიაწოდა, რომელშიც, მისი თქმით, თავის შეკავებას ურჩევენ, წინააღმდეგ შემთხვევაში კი, შესაძლოა, ბრალდების ადრესატი თავად გახდეს.

რუსთავი 2-ის მიერ გავრცელებულ მიმოწერას უცვლელად გთავაზობთ [სტილი დაცულია]:

***: მეუფეო ძალიან ნაცნობმა ადამიანმა სმს-ი გამომიგზავნა და მთხოვა, გადმომეცა თქვენთვის, გიგზავნი დაკოპირებულ სმს-ს.

გადაეცი ჩემგან და სთხოვე მაქსიმალურად თავი შეიკავოს, თორემ ისე აწყობენ საქმეს, ყველაფერს მაგას გადააბრალებენ...

მეუფე პეტრე: არაა პრობლემა! ნეტარ არიან მართალნი და სიმართლისათვის დევნილნი.

***: ესე მწერს ისეთები ვიცი რომ გაწირავენო. გთხოვ თავი შეიკავე. ყველაფერი დარეგულირდება.

მეუფე პეტრე: გამწირონ, გვირგვინს დამადგამენ. შეეწიოს საქართველოს.

***: აი, რა მომწერა კიდევ: არ ვიცი თვითონ თუ შეთანხმდენ ასე პატრიარქთან და დიმიტრისთან, მაშინ სხვა საქმეა, მაგრამ მე ვფიქრობ დიმიტრიც წირავს... ძალიან სერიოზული კვანძი მოხლართეს. ვერ მოგწერ დეტალებს. ყველაფერი უნდათ პეტრეს შეახოცონ. ძალიან მძიმე მდგომარეობაში შეიძლება აღმოჩნდეს.

მეუფე პეტრე: დიდება უფალს. მძიმე რაა ნეტარება :)

***: გთხოვ თავი შეიკავე, შენ ძალიან ჭირდები ქართულ ეკლესიას

მეუფე პეტრე: ეკლესიას ჭირდება მართალი და პრინციპული ადამიანები და არა ....

***: ვინც ვალდებულია დაიცვას მამა გიორგი იმან იტვირთოს ეს საქმე.

მეუფე პეტრე ამ წუთებში დაკითხვაზეა, რომელიც უკვე 3 საათია, გრძელდება. შესვლამდე მან თქვა, რომ პროკურატურას არ ენდობა.

კომენტარები