რუსთავი 2-ის საქმე

მიხეილ ჯანელიძე სტრასბურგის სასამართლოში იმყოფებოდა

ტაბულა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე სტრასბურგშია. მან ევროსასამართლოში შეხვედრები გამართა. მინისტრმა არ დააკონკრეტა, იყო თუ არა სასამართლოში საუბარი ტელეკომპანია რუსთავი 2-თან დაკავშირებით.

"საგარეო საქმეთა სამინისტრო და მინისტრი კონკრეტულ საქმეებს არ იხილავს. საუბარი იყო ყველა რეფორმაზე, პროცესზე, რომელიც უკავშირდება ქვეყნის განვითარებასა და პროგრესს. კონკრეტულ საქმესთან დაკავშირებით არც ქვეყნის პრეზიდენტია უფლებამოსილი საუბრის და არც საგარეო საქმეთა მინისტრი", - თქვა ჯანელიძემ რუსთავი 2-თან საუბარში.

შეგახსენებთ, რომ სტრასბურგის სასამართლომ რუსთავი 2-ის საქმეზე უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულება შეაჩერა. 8 მარტს გადაწყდება, გაგრძელდება თუ არა აღსრულების შეჩერება საქმის არსებით განხილვამდე.

კომენტარები