ვანო მერაბიშვილის საქმე

სტრასბურგის სასამართლოში მერაბიშვილის საქმის ხელახალი განხილვა ხვალ დაიწყება

ხვალ, 8 მარტს სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოს დიდი პალატა ივანე მერაბიშვილის საქმეზე, საქართველოს მთავრობის საჩივარს განიხილავს. სასამართლოს დიდი პალატა 17 მოსამართლის შემადგენლობით ხვალინდელ ზეპირ სხდომაზე საქმის განხილვას თავიდან დაიწყებს.

საქართველოს მთავრობის საჩივრის მიხედვით, იუსტიციის სამინისტრომ ვანო მერაბიშვილის საქმეზე ამავე სასამართლოს ერთ-ერთი პალატის მიერ 2016 წლის 14 ივნისს გამოტანილი გადაწყვეტილება გაასაჩივრა.

ცნობისთვის, 2016 წლის 13 სექტემბერს საქართველოს მთავრობამ გაასაჩივრა სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოს 14 ივნისის გადაწყვეტილება, რომლის მიხედვით სტრასბურგის სასამართლოს პალატამ 7 მოსამართლის შემადგენლობით ერთხმად დაადგინა, რომ ივანე მერაბიშვილის წინასწარი პატიმრობა იყო კანონიერი. თუმცა, გაჩნდა კითხვის ნიშანი 2013 წლის 14 დეკემბერს მერაბიშვილის საკნიდან სავარაუდო გაყვანის ეპიზოდთან დაკავშირებით.

კომენტარები