კრიმინალი

მარტვილის რაიონში პენსიონერი დები დააყაჩაღეს - ერთი ქალი მოკლეს, მეორე დაჭრეს

metro.us

მარტვილის რაიონში ოჯახი დააყაჩაღეს. სახლში ორი პენსიონერი და ცხოვრობდა. ინტერპრესნიუსის ინფორმაციით, თავდამსხმელებმა ორივე მათგანი აწამეს. ერთი ქალი გარდაიცვალა, მეორე კი, მძიმე მდგომარეობაში მარტვილის რაიონულ საავადმყოფოში გადაიყვანეს. 

ტაბულას შინაგან საქმეთა სამინისტროში უთხრეს, რომ მომხდარზე გამოძიება ორი მუხლით დაიწყო. სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლი ყაჩაღობას გულისხმობს, ხოლო 109-ე მუხლი - ანგარების მიზნით ჩადენილ დამამძიმებელ გარემოებაში მკვლელობას. 

კომენტარები