წმიდა სინოდის სხდომა

მიტროპოლიტი პეტრე საპატრიარქოს ტელევიზიის გენ. დირექტორობიდან გადააყენეს

ბათუმისა და ლაზეთის ეპარქია

მიტროპოლიტი პეტრე ცაავა საპატრიარქოს ტელევიზიის გენერალური დირექტორის თანამდებობიდან გადააყენეს. 

ამის შესახებ მან ჟურნალისტებს წმიდა სინოდის სხდომიდან გამოსვლის შემდეგ განუცხადა. 

მეუფე პეტრე ადასტურებს, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება საპატრიარქოსთან დაკავშირებით მის ბოლოდროინდელ განცხადებებს უკავშირდება. 

"როგორც სულ ვამბობ, მირჩევნია, დავისაჯო სიმართლისათვის. მეუფეები გააკეთებენ განცხადებას. მისაყვედურეს აქტიურობის გამო. სამწუხაროდ, ისე გამოვიდა, რომ მთავარი თემა იყო ჩემი საკითხი. მე ვფიქრობ, ეს მიკერძოებული იყო, მიმაჩნია, რომ არსებობს სხვა პრობლემები და ჩემი საკითხის დაყენება არ იყო მთავარი," - განუცხადა ჟურნალისტებს მიტროპოლიტმა ცაავამ. 

ჟურნალისტების კითხვაზე, აუკრძალეს თუ არა მედიასთან ღიად საუბარი, მიტროპოლიტმა პეტრემ უპასუხა, რომ სჯობს თვითონ გააკეთონ განცხადებები.

"ვფიქრობ, რომ სჯობს, მოვერიდოთ და ასეთი კონკრეტული განცხადებები გააკეთოს საპატრიარქომ," - პასუხობს მიტროპოლიტი პეტრე. 

კომენტარები