წმიდა სინოდი

სინოდი: მეუფე პეტრეს განცხადებები მიმართულია ეკლესიის დისკრედიტაციისკენ

0 კომენტარი
საქართველოს საპატრიარქო

წმიდა სინოდის დღევანდელ სხდომაზე ითქვა, რომ „მიტროპოლიტი პეტრეს განცხადებები მიმართულია ეკლესიის დისკრედიტაციისკენ და წარმოადგენს საქართველოს საპატრიარქოში მოღვაწე რიგ სასულიერო და საერო პირთა მიმართ ცილისწამებას“, - ამის შესახებ სინოდის განჩინებაში ვკითხულობთ.

კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ “მწუხარებით აღნიშნა, რომ გახშირდა შემთხვევები, როდესაც სასულიერო პირები საჯარო სივრცეში ერთმანეთის მისამართით შეურაცხმყოფელ განცხადებებს აკეთებენ და რომ მორწმუნე საზოგადოებისთვის განსაკუთრებით მძიმე იყო ჭყონდიდელი მიტროპოლიტი პეტრეს (ცაავა) მიერ ბოლო დროს საჯარო სივრცეში გაკეთებული განცხადებები. ამ საკითხთან დაკავშირებით წმიდა სინოდის წევრებმა იმსჯელეს. ითქვა, რომ მიტროპოლიტი პეტრე უხეშად არღვევს ეკლესიის მიერ სასულიერო პირთათვის დადგენილ კანონიკურ და ეთიკურ ნორმებს, რომ მისი განცხადებები მიმართულია ეკლესიის დისკრედიტაციისკენ და წარმოადგენს საქართველოს საპატრიარქოში მოღვაწე რიგ სასულიერო და საერო პირთა მიმართ ცილისწამებას და დაუსაბუთებელ ბრალდებას, რაც დამაბრკოლებელია და შფოთის მომტანი როგორც საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მრევლში, ასევე ზოგადად ჩვენს ქვეყანაში და უცხოეთში მცხოვრებთა შორის”, - ნათქვამია განჩინებაში.

წმიდა სინოდის დღევანდელი დადგენილებით, ჭყონდიდელ მიტროპოლიტ პეტრე ცაავას გაფრთხილება მიეცა და გათავისუფლდა საპატრიარქოს ტელევიზია „ერთსულოვნების“ დირექტორის თანამდებობიდან.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ლევან ბერძენიშვილი

კომენტარები