ენერგეტიკა

მთავრობა ქართლის ქარის ელექტროსადგურის პრივატიზაციას გეგმავს

0 კომენტარი
კახა კალაძე ქარის ელექტროსადურის ფონზე ფოტო: instagram.com/kakhakaladze

საქართველოს მთავრობა ქვეყანაში პირველი ქარის ელექტროსადგურის პროვატიზაციას გეგმავს, აღნიშნული ინფორმაცია ტაბულას ენერგეტიკის მინისტრის მოადგილემ, მარიამ ვალიშვილმა დაუდასტურა. ქარის ელექტროსადგურის ჯამური სიმძლავრე 20.7 მეგავატია და ის 6 ერთეული 3.45-მეგავატიანი Vestas-ის ტურბინისგან შედგება. 

"თავიდანვე ვამბობდით, რომ ეს არის საპილოტე პროექტი, გვინდოდა, რომ განახლებადი ენერგიების კატეგორია ათვისებულიყო საქართველოში და ამის წარმატებული მაგალითი განხორციელებულიყო. უკვე მრავალი წელია ჩვენი მიდგომაა, რომ ინფრასტრუქტურულ პროექტებს, მაგისტრალური გაზსადენებს, ელექტროგადამცემ ხაზებს სჭირდება სახელმწიფოს ოპერირება, ეს სახელმწიფოებრივი ინტერესია. რაც შეეხება გენერაციის ობიექტებს, ეს უფრო კომერციული ხასიათის საქმიანობაა, ამიტომ ამ შემთხვევაში გასხვისების გადაწყვეტილება მიზანშეწონილია. ჯერ არ ვიცით თანხა, ეს დადგენილი არ არის, თუმცა შეფასებები მიმდინარეობს. ბუნებრივია, საპრივატიზაციო პირობები იქნება დადგენილი", - ტაბულასთან ამბობს მარიამ ვალიშვილი.

ქარის ელექტროსადგურის მიერ გამოშვებულ ენერგიას სახელმწიფო ელექტროსისტემა წინასწარ განსაზღვრული ტარიფით შეიძენს. ქართლის ქარის ელექტროსადგურს, სახელმწიფო ელექტროსისტემას, საქართველოს მთავრობასა და ელექტროენერგიის კომერციულ ოპერატორს (ესკოს) შორის გაფორმებული მემორანდუმით ესკო იღებს ვალდებულებას, 10 წლის განმავლობაში შეისყიდოს სადგურის მიერ გამომუშავებული 100% ელექტროენერგია $6.89 ცენტად. რაც დაახლოებით იმპორტირებული ელექტროენერგიის ღირებულების ტოლფასია.

სემეკის ცნობით, 2017 წელს სადგური 88 მილიონ კილოვატ საათ ენერგიას გამოიმუშავებს, შესაბამისად, მასში ბიუჯეტი $6 მილიონ დოლარს გადაიხდის. გამომუშავების ამ მოცულობის პირობებში, მომავალი 10 წლის მანძილზე ელექტროსადგურის დენის შესყიდვაზე ბიუჯეტიდან $60 მილიონი დაიხარჯება.

პროექტი $24-მილიონიანი შეღავათიანი კრედიტით EBRD-მა დააფინანსა. ქარის ელექტროსადგური შპს "ქართლის ქარის ელექტროსადგურს" ეკუთვნის, კომპანიის დამფუძნებელი სახელმწიფოა.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

წარსულში ნასამართლევი პირი თბილისში მოპედის ქურდობისთვის დააკავეს

კომენტარები