აქცია ბათუმში

საპროტესტო აქცია ბათუმში [LIVE]

ბათუმში გამართულ აქციაზე პოლიციამ ცრემლსადენი გაზი გაუშვა. პოლიციამ გაზი მას შემდეგ, რაც მოქალაქეებმა პოლიციის შენობასთან მყოფი პოლიციის სპეციალური რაზმის მისამართით ქვები ისროლეს. აქციის მონაწილეები დროებით მიმოიფანტნენ, თუმცა ცოტა ხანში აქცია კვლავ განახლდა და გაგრძელდა. 

ბათუმში, ჭავჭავაძის ქუჩაზე ორი პირის დაკავების ფაქტს სპონტანური აქცია მოყვა, სადაც მოქალაქეები დაკავებულების დღესვე გათავისუფლებას ითხოვენ. აქცია "ბათუმი პლაზასთან" ცოტა ხანში ხალხმრავალი გახდა და მალევე პარალელური აქცია გაიმართა აჭარის პოლიციის დეპარტამენტთანაც. ორივე აქციაზე ჯამში 6 პირია დაკავებული. აქციას პოლიტიკოსებიც შეუერთდნენ.

ადევნეთ თვალი უკანასკნელ ინფორმაციას განახლებად რეჟიმში:

კომენტარები