რეფერენდუმი შოტლანდიაში

შოტლანდიის პირველ მინისტრს დამოუკიდებლობის შესახებ რეფერენდუმის ჩატარება სურს

0 კომენტარი
ფოტო: PA

შოტლანდიის პირველი მინისტრი ნიკოლა სტარჯენი შოტლანდიის დამოუკიდებლობის შესახებ რეფერენდუმის მეორედ ჩატარების უფლებას ითხოვს. მას სურს, რომ რეფერენდუმი 2018 წლის შემოდგომიდან 2019 წლის გაზაფხულამდე პერიოდში გაიმართოს.

სტარჯენი შოტლანდიის პარლამენტისთვის რეფერენდუმის ჩასატარებლად აუცილებელი ნებართვის თაობაზე მიმართვას მეორე კვირაში გეგმავს.

ბრიტანეთის პრემიერმინისტრი ტერეზა მეი ამ დრომდე თავს არიდებს კითხვას - გასცემს თუ არა რეფერენდუმის ჩატარების უფლებას.

შოტლანდიის კონსერვატორული პარტიის ლიდერი რუთ დევიდსონი კი აცხადებს, რომ სტარჯენი ამ გზით ზურგს აქცევს შოტლანდიელთა უმრავლესობის აზრს, რომლებსაც რეფერენდუმის ჩატარება არ უნდათ. კონსერვატორული პარტია შოტლანდიის პარლამენტში მანდატების რაოდენობით მეორეა.

შოტლანდიაში დამოუკიდებლობის შესახებ რეფერენდუმი პირველად 2014 წელს ჩატარდა, მაშინ შოტლანდიელთა 55 %-მა ბრიტანეთში დარჩენას დაუჭირა მხარი.

რეფერენდუმის მეორედ ჩატარების იდეა Brexit-ის შედეგების გამოქვეყნების შემდეგ გაჩნდა, რადგან რეფერენდუმის დროს შოტლანდიელების 62 %-მა დიდი ბრიტანეთის ევროკავშირში დარჩენას დაუჭირა მხარი. ბრიტანეთმა კი ევროკავშირი მაინც დატოვა, რადგან გაერთიანებული სამეფოს სრული მოსახლეობის 52 %-მა Brexit-ს დაუჭირა მხარი.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

შსს: დავაკავეთ კაცი, რომელმაც უკრაინის მოქალაქეს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა (ვიდეო)

კომენტარები