ავიაცია

მსოფლიოს 10 ყველაზე დატვირთული აეროპორტი

0 კომენტარი
ფოტო: Reuters

აეროპორტების საერთაშორისო გაერთიანებამ (ACI) გამოაქვეყნა მსოფლიოს ყველაზე დატვირთული აეროპორტების რეიტინგი. 104 მილიონი მგზავრის მომსახურებისთვის მსოფლიოს ყველაზე დატვირთულ აეროპორტად ატლანტის ჰართსფილდის აეროპორტი დასახელდა. მგზავრთა აღნიშნული რაოდენობა თბილისის საერთაშორისო აეროპორტის მგზავრთა ნაკადს 46-ჯერ აღემატება. ჰართსფილდის აეროპორტი უკვე 19 წელია მსოფლიოს ყველაზე დატვირთული აეროპორტია. რეიტინგში მეორე ადგილზე პეკინის ცენტრალური აეროპორტია.

მსოფლიოს 10 ყველაზე დატვირტული აეროპორტი:

10) პარიზის შარლ დე გოლის სახელობის აეროპორტი - 66 მილიონი მგზავრი

ფოტო: Reuters

9) შანხაის პუდონგის საერთაშორისო აეროპორტი - 66.5 მილიონი მგზავრი

ფოტო: Reuters

ათეულში სამი ჩინური აეროპორტი მოხვდა. შანხაის საერთაშორისო აეროპორტში მგზავრების რაოდენობა გასულ წელს 10%-ით გაიზარდა.

8) ჰონგკონგის საერთაშორისო აეროპორტი - 70 მილიონი მგზავრი

2015 წელთან შედარებით, ჰონგ-კონგის აეროპორტის მგზავრთა რაოდენობა 3%-ით გაიზარდა.

7) ლონდონის ჰითროუს აეროპორტი - 75 მილიონი მგზავრი

ჰითროუს აეროპორტში 2016 წელს მგზავრთა რაოდენობა 1%-ით გაიზარდა.

6) ჩიკაგოს ო'ჰარას აეროპორტი - 78 მილიონი მგზავრი

ფოტო: CNN

ჩიკაგოს აეროპორტი 2015 წელს მსოფლიოს მეოთხე ყველაზე დატვირთული აეროპორტი იყო, თუმცა აზიური და სპარსეთის ყურის აეროპორტების მგზავრთნაკადის სწრაფი ზრდის გამო მან მეექვსეზე გადაინაცვლა, მგზავრთა რაოდენობა გასულ წელს 2%-ით გაიზარდა.

5) ტოკიოს ჰანედას საერთაშორისო აეროპორტი - 79 მილიონი მგზავრი

ფოტო: Reuters
ტოკიოს აეროპორტში მგზავრთა რაოდენობა გასულ წელს 6%-ით გაიზარდა.

4) ლოს-ანჯელესის აეროპორტი - 81 მილიონი მგზვარი

ფოტო: LA Times

ლოს-ანჯელესის აეროპორტის მგზავრთა რაოდენობა გასულ წელს 8%-ით გაიზრდა, რითიც მან მეშვიდედან მეოთხე ადგილზე გადაინაცვლა. მგზავრთა რაოდენობის ზრდა კალიფორნიაში ტურიზმის ზრდას უკავშირდება. 

3) დუბაის საერთაშორისო აეროპორტი - 83 მილიონი მგზავრი

ფოტო: AP

სპარსეთის ყურის ქვეყნების ავიაკომპანიების: Emirates, Qatar და Etihad საერთაშორისო ბაზარზე განსაკუთრებული გააქტიურების და არაბეთის გაერთიანებული საამიროების ახალ გლობალურ კომერციულ ცენტრად ჩამოყალიბების გამო ამ ქვეყანაში მგზავრთნაკადი მაღალი ტემპებით იზრდება. გასულ წელს დუბაის აეროპორტის მგზავრთნაკადი 7%-ით გაიზარდა.

2) პეკინის საერთაშორისო აეროპორტი - 94 მილიონი მგზავრი

ფოტო: fosterandpartners.com

2015 წელს პეკინის აეროპორტის მგზავრთა რაოდენობა 5%-ით გაიზარდა.

1) ატლანტის, ჰართსფილდის აეროპორტი - 104 მილიონი მგზავრი

ატლანტას საერთაშორისო აეროპორტი ფოტო: AP

მგზავრთა რაოდენობის ზრდა 2015 წელთან შედარებით 3%.

რაც შეეხება თბილისის საერთაშორისო აეროპორტს, ის 2016 წელს 2.25 მილიონ მგზავრს მოემსახურა, რაც 2015 წელთან შედარებით 22%-ით მეტია. ამავდროულად, თბილისის აეროპორტში ახალი მოფრენის ტერმინალის მშენებლობა მიმდინარეობს. 

მშენებარე ტერმინალის საძირკველი ფოტო: facebook.com/KvirikashviliOfficial

ახალი ტერმინალი 2017 წლის ბოლოს შევა ექსპლუატაციაში და ის ჩამოსულ მგზავრებს მოემსახურება. პროექტის განხორციელების შემდეგ, თბილისის აეროპორტს წელიწადში 3.5 მილიონი მგზავრის მომსახურება შეეძლება. მშენებლობაზე კომპანია TAV Georgia დაახლოებით $60 მილიონს დახარჯავს.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

დააკავეს პირი, რომელმაც დიდ დიღომში ქალი ყელის არეში ცივი იარაღით დაჭრა

კომენტარები