ევროსასამართლოს კანდიდატები

ევრომოსამართლეობის მსურველებისთვის განაცხადების შეტანის ვადა 1 თვით გახანგრძლივდა

Newsweek

ევროსასამართლოს მოსამართლეობის მსურველთათვის განაცხადების შეტანის ვადა 1 თვით, 13 აპრილამდე გახანგრძლივდა, თუმცა განაცხადების შეტანა 2017 წლის 14 მარტს უნდა დასრულებულიყო.

ტაბულას წყაროს ინფორმაციით, ევროსასამართლოს მოსამართლეობის შესარჩევ კონკურსში განაცხადი შეტანის ბოლო დღეს, საკონსტიტუციო სასამართლოს ყოფილმა თავმჯდომარემ გიორგი პაპუაშვილმა და საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის ყოფილმა მოადგილე კონსტატინე ვარძელაშვილმაც შეიტანეს.


ფოტო: ტაბულა / hr.gov.ge

უცნობია, რა მიზეზით გახანგრძლივდა ევროსასამართლოში მოსამართლეების მსურველებისთვის განაცხადების შეტანის ვადა. იუსტიციის სამინისტროს ამ ცვლილებასთან დაკავშირებით განცხადება არ გაუკეთებია.

ასევე, ამ დრომდე უცნობია, ვინ შევა ევროსასამართლოში წარსადგენი მოსამართლეების შესარჩევ კომისიაში.

კომენტარები