თაღლითობა

დიდი ოდენობით თაღლითობის მცდელობის ფაქტზე ორი პირი დააკავეს

0 კომენტარი

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ დიდი ოდენობით თაღლითობის მცდელობის ფაქტზე საქართველოს ორი მოქალაქე, ბექა ბ. და მერაბ ბ. დააკავა.

"გამოძიებამ დაადგინა, რომ ბექა ბ, მერაბ ბ-სთან წინასწარი შეთანხმებით, ვითომდა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის არქიტექტურის სამსახურის მაღალი თანამდებობის პირების მეშვეობით, საქართველოს მოქალაქეს მის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე მშენებლობის ნებართვის გაცემაში დახმარებას დაჰპირდა, რის სანაცვლოდ მოსთხოვა 10 000 აშშ დოლარის გადახდა.

აღნიშნულმა პირებმა მოქალაქეს თაღლითურად, წინასწარ გამოართვეს მათ მიერ მოთხოვნილი თანხა 10 000 აშშ დოლარის ოდენობით, რა დროსაც ისინი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა დააკავეს", - წერია განცხადებაში.

გამოძიება წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ დიდი ოდენობით თაღლითობის მცდელობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 19-180-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ა" და მე-3 ნაწილის "ბ" ქვეპუნქტებით, რაც სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთას 6-დან 9 წლამდე ვადით ითვალისწინებს).

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

საარჩევნო და პოლიტიკური კლიპები დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში

კომენტარები