ვარსკვლავები

მსახიობებს, მარიონ კოტიარდსა და გიიომ კანეს, მეორე შვილი შეეძინათ

მარიონ კოტიარდი და გიიომ კანე
Getty Images

ცნობილ ფრანგ მსახიობებს, მარიონ კოტიარდსა და გიიომ კანეს მეორე შვილი, გოგონა შეეძინათ. მსახიობები ამ დრომდე არ ახმაურებენ ახალდაბადებული შვილის სახელს. მათი პირველი შვილი, მარსელი, უკვე 5 წლისაა.

გასულ წელს, მას შემდეგ, რაც ანჯელინა ჯოლისა და ბრედ პიტის განქორწინების ამბავი ცნობილი გახდა, არაერთი ყვითელი ჟურნალ-გაზეთი აჭრელდა ინფორმაციით, რომ ბრედ პიტსა და კოტიარდს შორის რომანი იყო და სწორედ ამან გამოიწვია ჰოლივუდის ყველაზე ცნობილი წყვილის დაშორება. ჭორებს წერტილი კოტიარდის Instagram-ზე დაწერილმა პოსტმა დაუსვა. კოტიარდი წერდა:

"ბევრი წლის წინ ჩემი ცხოვრების კაცს შევხვდი, ჩვენი ვაჟისა და იმ ბავშვის მამას, რომელსაც ახლა ველოდებით. ის ჩემი სიყვარულია, ჩემი საუკეთესო მეგობარი, ერთადერთი, ვინც მჭირდება,"- წერდა მსახიობი.

ინფორმაცია კოტიარდის ფეხმძიმობის შესახებ ამ პოსტით გახდა ცნობილი. 

მარიონ კოტიარდი და გიიომ კანე 1997 წლიდან მეგობრობდნენ, 2003 წელს კი, მათ ერთად ითამაშეს ფილმში "შემიყვარე, თუკი გაბედავ". წყვილი ერთმანეთს 2007 წლიდან ხვდება. 

კომენტარები